Frozen Advent Calendar 2025
LEGO™ ǀ Disney «გაყინული» (Frozen) ადვენტ კალენდარი 2025 (43273)
დაიწყეთ დღესასწაულის მოლოდინის ათვლა 5 წლიდან ასაკის გოგონების, ბიჭების და ფანებისთვის Disney-ს „გაყინულის“ 2025 წლის საინტერესო ადვენტ კალენდრით (43273), რომელიც სავსეა ასაწყობი სათამაშოებით. ეს სადღესასწაულო ნაკრები მოიცავს ელზას, ანას და კრისტოფის LEGO ǀ Disney მიკრო-თოჯინებს, ასევე ოლაფის, სვენისა და 2 კნუტის ფიგურებს. ყოველი კარის მიღმა იმალება პერსონაჟი ან მინი-კონსტრუქცია, რომელიც ყოველდღიურად შექმნის ჯადოსნურ განწყობას.
აწყობის შემდეგ, ყუთი გარდაიქმნება სათამაშო დაფად, რომელიც ბავშვებს პერსონაჟებთან ერთად თავგადასავალში მიიწვევს სადღესასწაულო განძის მოსაგროვებლად. ბავშვებს შეეძლებათ ყოველდღე იგრძნონ LEGO-ს შემოქმედებითი სიხარული და დატკბნენ საყვარელი პერსონაჟებით.
დღესასწაულების დასრულების შემდეგ, ამ ნაკრების ელემენტების დამატება შესაძლებელია LEGO ǀ Disney-ს სხვა ნაკრებებზე (იყიდება ცალკე) თამაშის გასამრავალფეროვნებლად.
ნაკრების მახასიათებლები:
24-დღიანი სიურპრიზი — გაახარეთ ბავშვები ნაკრებით, რომელიც მოიცავს 24 დღეზე გაწერილ პერსონაჟებს, აქტივობებსა და ასაწყობ საჩუქრებს.
ინტერაქტიული ყუთი — ყოველი დღე გთავაზობთ ახალ სადღესასწაულო ფიგურას, ხოლო ყუთი ხდება სათამაშო დაფა 5 მოთამაშისთვის.
Disney-ს პერსონაჟები და სხვა — ნაკრებშია ელზა, ანა, კრისტოფი, ოლაფი, სვენი, 2 კნუტი, მინი ერენდელის ციხესიმაგრე და ყინულის კრისტალის ხე.
სათამაშო დაფა და სპინერი — ყუთს მოჰყვება ასაწყობი ტრიალა (სპინერი) და 5 ფიგურა ერთობლივი თამაშისთვის.
იდეალური საჩუქარი — საუკეთესო იდეა წინასადღესასწაულო საჩუქრისთვის, რომლითაც ბავშვები სკოლაშიც იამაყებენ.
მრავალფეროვანი დეტალები — ზოგიერთი კარი მალავს ისეთ სათამაშოებს, როგორიცაა საქანელა, თაფლაკვერის სახლი, სერ იორგენბიორგენი, ბუხარი წინდებითა და გვირგვინით, საჩუქრები და მრავალი სხვა.
231 დეტალი — სიურპრიზებს შორისაა ოლაფის მარხილი (რომელზეც სვენის მიბმაა შესაძლებელი), გვირგვინი სანთლებით, მიკრო-ზარი და წერილი, ყინულის მაგიდა და სხვა.