საიდუმლოებები და ქაოსი ელის 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს „უენსდეი ადამსის ფიგურის“ (76780) ნაკრებში.
LEGO® Wednesday-ის ეს სასაჩუქრე ნაკრები მოიცავს საკოლექციო, მოძრავ მოდელს თავის, ხელებისა და ფეხების მოძრაობის ფუნქციით, ასევე 2 სახეს და 2 სამოსს ფიგურის ტრანსფორმაციისთვის. ნაკრებში შედის მისი ერთგული თანაშემწე „ნივთი“ (Thing), სადგამი სათამაშო შავი დალიებით (გეორგინებით) და 2 დამალული სივრცე ისეთი განძის შესანახად, როგორიცაა Rave’N-ის მეჯლისის კაბა ან სკოლის ფორმა. კომპლექტში ასევეა აკადემია „ნევერმორის“ ჭიშკარი და უენსდეის აქსესუარები: საბეჭდი მანქანა, ნეროს საფლავი, ბროლის ბურთი და სხვა.
აღმოაჩინეთ LEGO Wednesday Addams-ის სხვა ნაკრებები (იყიდება ცალკე) მეტი სათამაშო შესაძლებლობისთვის. ეს მოდელი შესანიშნავი საჩუქარია დაბადების დღისთვის.
ინსტრუქციების ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია აპლიკაციაში LEGO Builder. სადგამის უკანა მხარეს არის QR კოდი, რომლის სკანირებითაც ფანებს შეუძლიათ მარტივად ნახონ ციფრული ინსტრუქციები სამოსის შესაცვლელად. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ატრიალოთ მოდელები 3D ფორმატში და სხვა.
უენსდეი ადამსის სათამაშო — გაახარეთ მისტიკის მოყვარულები პერსონაჟისა და სერიალის მიხედვით შექმნილი ფიგურით, რომელიც მოიცავს მოძრავ მოდელს და სათავსოიან სადგამს.
მისტიკური სათამაშო ნაკრები — მოიცავს უენსდეის ფიგურას სახის 2 ვარიანტით და 2 სამოსით, „ნივთს“, სადგამს 2 საიდუმლო უჯრით და სხვადასხვა აქსესუარებს.
აკადემია „ნევერმორი“ — 10 წლის და უფროსი ასაკის ფანებს შეუძლიათ ააწყონ უენსდეი ფორმაში ან გადააკეთონ ის კაბაში, რომელიც მას Rave’N-ის მეჯლისზე ეცვა.
საკოლექციო ნაკრები — პერსონაჟის მოდელი, რომელიც შექმნილია როგორც სათამაშოდ, ისე გამოსაფენად, პოპულარული სერიალის მრავალი ცნობილი ნივთით.
შემოქმედებითი შთაგონება — LEGO Wednesday-ის ნაკრებები ეხმარება ბავშვებს განავითარონ ფანტაზია და თხრობის უნარი საიდუმლოებების ამოხსნის პროცესში.
ზომები — 702-ნაწილიანი ნაკრები. უენსდეის ფიგურა სადგამზე არის 33 სმ-ზე მეტი სიმაღლის, 21 სმ სიგანის და 14 სმ სიღრმის.

